რეზონანსი
29.11.2019

(რეზონანსი) ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციისას ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნფორმაციით, აქციის მონაწილე ექვსი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით აიყვანეს.

დაკავებულებს შორისაა „ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. დაკავებულები დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკასთან, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ღონისძიებას ესწრებოდა, მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პარლამენტში დღეს დაგეგმილი შეხვედრები და სხდომები დაიწყო, მათ კი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება ვერ მოახდინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×