რეზონანსი
29.11.2019

(რეზონანსი) „ქუჩაში გავიაროთ ერთად, თუ ძალიან ნებავთ. მერე მიხვდებიან ზუსტად. აქ რაღაც ფლეშმომებს, რომ დგამენ",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განცხადა

„ამას ლაპარაკობს ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება დაიპარება. 2012 წლის შემდეგ ისინი დაიპარებიან და ქუჩაში ვერ გამოდიან ნორმალურად. ცოტა დააკვირდნენ, რას ლაპარაკობენ. უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ მერე რამე არ იტლიკინონ. ხალხი, რომელიც ქუჩებში დაიპარება, ამას სხვას აბრალებენ. უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნა და საქმეზე საუბარი სადღაც შეპარვას და შემოპარვას არ ნიშნავს. მაგათ უნდათ, რომ ვიღაც გადაეყაროს გზაზე და მათ შორის ფიზიკური დაზიანებები მიაყენოს. ხელისუფლებაში ვართ და ამ პროვოკაციაზე ვერ წამოვეგებით და თმენის ვალდებულება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არსებობს. ქუჩაში გავიაროთ ერთად, თუ ძალიან ნებავთ. მერე მიხვდებიან ზუსტად. აქ რაღაც ფლეშმომებს, რომ დგამენ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×