რეზონანსი
29.11.2019

(რეზონანსი) ოპოზიცია ბაქიბუქობს, ხელს ვუშლითო, მაგრამ ნახეთ, რომ პარლამენტი მუშაობს, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.

სესიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება და ნორმალური პოლიტიკური პროცესი მიდის.

„ოპოზიციას პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს. პოლიციას ვალდებულება აქვს, წესრიგი დაიცვას. რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. მესმის, რომ ჩვენი ოპონენტები არიან პოლიტიკურად გაკოტრებული. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ და ამიტომ მიდიან რადიკალურ ქმედებებზე. ალბათ, ეს ყველაფერი გათვლილია ტელესურათზე, თითქოს, მათ პროტესტს ფართო ხასიათი აქვს, რაც ასე არ არის. ოპოზიციას მოვუწოდებ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ, მათ გამოხატვის თავისუფლებას პრობლემა არ ექნება. ბაქიბუქობენ, რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ ნახეთ, რომ პარლამენტი მუშაობს", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×