რეზონანსი
29.11.2019

(რეზონანსი) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, 28 ნოემბერს მეორედ მოინახულა.

წითელი ჯვრი გატაცებულ მედიკოსს პირველად 18 ნოემბერს შეხვდა.

"განვახორციელეთ მეორე ვიზიტი ბატონ ვაჟასთან. ცხინვალის ციხეში ამ ვიზიტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ბატონ ვაჟას და მის ოჯახს მივცეთ კომუნიკაციის საშუალება. ამჯერადაც, წითელი ჯვრის საბარათე ბლანკი შევსებული ოჯახის მიერ, გადაეცა მას, მანაც საპასუხო წერილი ამჯერადაც გამოუგზავნა. მისი თქმით, ის თავს გრძნობს ნორმალურად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი",- აცხადებს მაია ქარდავა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×