რეზონანსი
29.11.2019

 უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი კობახიძის აზრით, ოპოზიცია ეძებს გამოსავალს, იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც ის არის ჩავარდნილი. 

"ისინი მძიმე კრიზისში არიან. 200 კაცი ხდება 190, 180 და ა.შ. ბუნებრივია, ისინი არიან მილევად რეჟიმში, არამარტო აქციის კუთხით, ზოგადად პოლიტიკურად არიან მილევად რეჟიმში.

აბსოლუტურად დესტრუქციულ გარემოში არიან, რომელიც ალბათ, თვითონაც აღარ მოსწონთ იმიტომ, რომ დესტრუქცია კარგია, როცა ზურგს რაღაცა გიმაგრებს, მაგრამ, როცა 200 კაცზე მეტი აქტივი არ გიმაგრებს ზურგს, ამ შემთხვევაში დესტრუქცია არის მათთვისაც დისკომფორტი.

კარგად შეაფასონ საკუთარი რესურსები და 200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ. 200 კაცის მუშტების ბრახუნი საშიშია იმ ორასივე კაცისთვის… როცა რესურსი არ გაქვს, უნდა შეეგუო იმას, რომ მიილევი”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×