რეზონანსი
28.11.2019

(რეზონანსი) რუსული მედია ქვეყნის იუსტიციის მინისტრზე დენის მალუსკაზე დაყრდნობით წერს რომ შესაძლოა უკრაინაში საპატიმროები დახურონ.

მისი განცხადებით, მიმდინარე ბიუჯეტით აღსრულების სისტემის დაფინანსების ზრდა შეუძლებელია. მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში გამოსავალია საპატიმროების დახურვა და მომსახურე პერსონალის შემცირება.

დენის მალუსკა აცხადებს, რომ დამატებითი სახსრები საჭიროა პენიტენციალური სისტემის რეფორმისთვის. მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს მომავალში მსჯავრდებულებისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. აპირებს ხარჯების ზრდას ჯანდაცვასა და კვებაზე. ასევე ხელისუფლება გეგმავს პენიტენციალურ სისტემაში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×