რეზონანსი
28.11.2019

(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ნოემბრის ვიზიტი კიევში უკრაინის თხოვნით გადაიდო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე ამბობენ, რომ ზელენსკის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი არ ყოფილა. მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმებოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიევში, თუცმა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, უკრაინის მხარის თხოვნით, ვიზიტი 2020 წლისათვის გადაიდო", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×