
(რეზონანსი) მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ახალ ფრაქციას ქმნიან.
დღეს დეპუტატებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები" შესაქმნელად. ფრაქცია არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით არ იხელმძღვანელებს.
ფრაქციის შემადგენლობა:
1. მარიამ ჯაში - ფრაქციის თავმჯდომარე
2. ლევან კობერიძე - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
3. გედევან ფოფხაძე - ფრაქციის მდივანი
4. ლევან გოგიჩაიშვილი - ფრაქციის წევრი
5. ზვიად კვაჭანტირაძე - ფრაქციის წევრი
6. კობა ნარჩემაშვილი - ფრაქციის წევრი