რეზონანსი
28.11.2019

პანკისის ხეობაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, მისური მუთოშვილის დეიდა, ეთერ გოდერძიშვილი, ქავთარაშვილებთან დაპირისპირების დეტალებს იხსენებს და ამტკიცებს, რომ მომხდარი ფაქტი, ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

„ჩემს დისშვილს აიძულებდნენ, ჰესის მშენებლობას დათანხმებოდა. ისინი ხელისუფლებასთან არიან შეკრულები. სამჯერ მაინც ჰქონდათ შეტაკება. საავადმყოფოში მიმდინარე მუთოშვილებს, ოთხ ადამიანს, ოცდაათი კაცი მაინც დაესხა თავს. ესენი იყვნენ ქავთრაშვილები. მაგრად სცემეს მაშინ მუთოშვილებს“, -  ამბობს გოდერძიშვილი.

მისური მუთოშვილის დეიდა, მომხდარის დეტალებსაც იხსენებს:

„ჩემი დისშვილი სახლში იყო, მისი ძმა მიდიოდა ბავშვების პირადობების საკითხის მოსაგვარებლად. მანქანა გაუფუჭდა და ამას დაურეკა. მეჩეთთან ორი მანქანა წინ გადაუყენეს. ამათ გვარს ელოდებოდნენ. არ არსებობს იარაღი, რაც მათ არ ჰქონდათ. ერთი ტყვია თავში ქონდა მოხვედრილი, მეორე მენჯის ძვალში, არ ვიცი რა ტყვიები, იყო ღვიძლი დაუზიანა“, - ამბობს გოდერძიშვილი.

გუშინ, პანკისის ხეობაში, საკობიანოსთან მოკლული მისური მუთოშვილი, სოფელ ჯოყოლოში დღეს დაკრძალეს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×