რეზონანსი
28.11.2019

(რეზონანსი) „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და გორის მაცხოვრებლები, გორის ბაზარში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო,როცა ელისაშვილი მოქალაქეებს მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემაზე ესაუბრებოდა. ელისაშვილმა მოქალაქეებთან შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის საქმიანობაც გააკრიტიკა.

კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენჯერმე გადაიზარდა. დაპირისპირებული მხარეები ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა დააშორეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღეს მერიაში დასაქმებულები და პარტიული აქტივისტები გამოიყვანა მისთვის პროვოკაციის მოსაწყობად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×