რეზონანსი
28.11.2019

(რეზონანსი) არ მივიჩნევ, რომ ოპოზიცია სამართლიანად ითხოვს რაღაცის შესრულებას, - ასეთი კომენტარი გააკეთა მიმდინარე აქციების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

„ითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ კეთილი ნება იყო, ნულოვანი ბარიერით ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები. 20 ივნისს ქუჩაში მდგარი არც ერთი ადამიანი არ ითხოვდა ნულოვან პროპორციულ არჩევნებს. ეს იყო ინიციატივა, რომელიც ჩავარდა. ახლა სახეზეა კონსტიტუცია, რომლის მიხედვით ჩატარდება არჩევნები",-აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ აკეთებს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ხალხს უნდა მათი ხელისუფლებაში დაბრუნება.

„გუშინ ითქვა, რომ კედელზე თავის რტყმას არ აქვს აზრი. ხალხს მათი დაბრუნება ხელისუფლებაში ნამდვილად არ უნდა, ნულოვანი პროპორციული მოდელი სწორედ იმისთვის უნდოდათ, რომ ხელისუფლებაში მარტივად, უსამართლოდ დაბრუნებულიყვნენ. ნულოვანი პროპორციული მოდელი, სწორედ კოალიციური მთავრობისკენ გზა იქნებოდა. ეს არ იქნა პარლამენტის მიერ გაზიარებული. თუ საზოგადოების წევრებს აქვთ ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი, ეს აზრი გამოხატონ საარჩევნო ურნასთან", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×