რეზონანსი
28.11.2019

(რეზონანსი) „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება:

„დღეს, ყველა - „ლეიბორისტიც", „ნაციონალიც", „ევროპელიც", „კონსერვატორიც", პროამერიკელიც, პრორუსიც და ა.შ. ითხოვს შენს წათრევას ხელისუფლებიდან. შეგიძლია, ამ ყველას დაუძახო „ნაციონალი", „ლეიბორისტი", მაგრამ ამით არსი არ იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლებით შედეგი არ იცვლება, უნდა წახვიდე! ამას ითხოვს ყველა და არ გიშველის ჯაყოს მეთოდიკა, ყველას რომ კონტრრევოლუციას უწოდებდა და ბოლოს მაინც არ აცდა გაკულაკება, წაართვეს ყველაფერი, რადგან „რაც არ გერგება არ შეგერგება". ასევე არ შეგერგება ის, რაც არ გერგებოდა და მიიღე სიცრუით და ჩვენი ხალხის გამოყენებით", - აცხადებს ნათელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×