რეზონანსი
28.11.2019

(რეზონანსი) ცოტა ხნის წინ, პირობის შეუსრულებლობის გამო, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ოპოზიციური ძალები გაერთიანდნენ და ხალხი ქუჩაში გამოვიდა.

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ამბობს, რომ დადებული პირობა უნდა შესრულდეს.

"გადაგვაგდეს, თან ისე, ყველა ერთიანად, იმდენად ერთიანად, რომ პარტიები, რომლებიც ვერ იტანდნენ ერთმანეთს, გაერთიანდნენ. აიღო და ყველა გადააგდო. ამის მერე ისევ აქედან რატომ ვეძებთ კომპრომისებს? მაჟორიტარულს რომ ბევრად ჯობია პროპორციული და ბევრად არაკორუმპირებული და სამართლიანი იქნება, ხომ ვიცით. თან დაშავებული ხალხის ფასად მოპოვებული

პირობა არ შეასრულეს. აქ კომპრომისზე წასვლა რას ნიშნავს? მართლა ვერ ვხვდები. რაც დაგვპირდა, ის შეასრულოს, თან მარტო ჩვენ ხომ არ ვართ მოწმეები? მსოფლიოს დაჰპირდა და ასეთი ძლიერია? ან ისეთი ზურგი აქვს, რომ აბედვინებენ? ჰოდა, გამორიცხვის მეთოდით, როცა ევროკავშირიც კი გააკვირვა, ისინიც კი გადააგდო, იქ მარტო ერთი ზურგი რჩება და ამ ზურგს უკან არ ამოვდგებით!.

დილის 5 საათზე წყლის ჭავლი რომაა გარეთ და მთელი ღამე საამაყო პოლიცია, შეშის ქურდობით რომ არის დაკავებული. დარბევა, როცა საჭიროებაც არაა, ტროტუარების იქით არავინ იდგა! ისევ თვალი, ისევ სამუდამოდ ასახიჩრებთ!! ყველა ათწლეულს თავისი მონსტრი როგორ ყავს?! იჯექით და იხსენეთ ძველი, სანამ ეს მონსტრი ბოლომდე გადაუვლის ამ ქვეყანას! ესეთი რეჟიმი და ესეთი ქვეყანა გინდათ შვილებისთვის?! "ნაცების" შიშით ქვეყანას წირავთ, ხელს უწყობთ ამ შანტაჟს და მეტი არაფერი! სხვა ომია ახლა, ჯერ ეს მოვიგოთ, რა დროს მიშაა და "ნაცები", პუტინის თოკში გვაქვს თავი შეყოფილი და გვგუდავს ყველა მხრიდან. მერე აღნიშნავთ 26 მაისს, ან 9 აპრილს ფოტოს დააყენებთ, მადლობა ტექსტებით და ამ დროს აზრზეც არ ხართ ამ თავისუფლების ფასის და მნიშვნელობის!"

გზა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×