რეზონანსი
28.11.2019

(რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო თავისი მოქალაქეების მიმართ ლოიალური უნდა იყოს, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად აქციაზე დგომა ძალიან უხერხულია.

„ქვეყანა, სახელმწიფო უნდა იყოს ლოიალური თავისი მოქალაქეების მიმართ და არც საპროტესტო აქცია არ არის ახალი ევროპული დემოკრატიისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამინებთან ერთად დგომა, რომლებიც ავტორები არიან კასრების ჩანაწერების, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს აღმოვაჩინეთ, არის ძალიან უხერხული, განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან.

ეს ერთი და მეორე თემა, ჩვენი მომხრეებისგან საყვედურს ვიღებთ, რომ სწორედ ეს კასრების ჩანაწერები და ყველა რეალობა ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა, გაცილებით უფრო მკაცრები უნდა ვყოფილიყავით. ესეც არის საგულისხმო, თუმცა მე მაინც იმ პოლიტიკას ვუჭერ მხარს, რაზეც თუნდაც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ამასწინათ" ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×