რეზონანსი
28.11.2019

(რეზონანსი) „როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, ევროპის რომელიმე სახელწიფოს მსგავსი მცდელობით პიკეტირება მოხდეს კონგრესის ან პარლამენტის შენობის",- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ევროპისკენ მივდივართ, ასეთი ქმედებები დაუშვებელია.

„დღეს ჩვენს ქვეყნისთვის ოკუპაციის, ეკონომიკური სიდუხჭირის და უმუშევრობის გამოწვევების გარდა, ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევა და საფრთხე მომდინარეობს ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი. იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ და სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ ადეკვატური პასუხი გასცეს ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც მათგან მომდინარეობს.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, ევროპის რომელიმე სახელწიფოს მსგავსი მცდელობით პიკეტირება მოხდეს კონგრესის ან პარლამენტის შენობის. ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია ,რომ შევდგეთ ნორმალურ სახელმწიფოდ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ ვაშენებთ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკას და არა დიქტატურას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×