რეზონანსი
28.11.2019

(რეზონანსი) არ მახსენდება პარლამენტარები, მშვიდობიან მანიფესტანტებს ემალებოდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა.

„თქვენ ამას სხდომას ეძახით?! ესაა ქაჯეთის ციხე, არაა პარლამენტი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს პარლამენტია, ძალიან ცდება. საომარი მდგომარეობა აქვს გამოცხადებული „ქართულ ოცნებას" მშვიდობიან მანიფესტანტებთან. ჯებირს რომ აშენებდენ 7-8 წელი, მოქალაქეებთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ, გასაგებია ეს, ახლა ვიზუალურადაც გააკეთეს. საქართველოს ისტორიაში არ მახსენდება, რომ რკინის ჯებირებით პარლამენტარები საზღვრავდნენ და მშვიდობიან მანიფესტანტებს ემალებოდნენ. ასეთი რამე წარმოუდგენელია. ათასობით პოლიციელი იცავთ მათ", - განაცხდა ხაბეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×