რეზონანსი
28.11.2019

(რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

„დაიშალეთ! ამასობაში ივანიშვილმა უკვე შემოიღო გერმანული მოდელი - ბერლინის კედელი აგიგიათ შუა ქუჩაში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დილიდან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირსა და ჩიტაძის ქუჩაზე შეიკრიბნენ. მათ პარლამენტის შესასვლელების ჩაკეტვა სურდათ, თუმცა პიკეტირების საშუალება არ მიეცათ, რადგან პოლიციას საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები რკინის ჯებირებით თავად აქვს ჩაკეტილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×