რეზონანსი
28.11.2019

ამ დილით ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭი­თა­წყარ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭესთან ჩაეძინა, კონტროლი დაკარგა და ერთ-ერთი მოსახლის ჭიშკარი შეანგრია. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი თავად ამ სოფლის მკვიდრია. 

სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულ­ის ბად­რი და­რა­სე­ლი­ას ინფორმაციით, გარ­დაც­ვლი­ლი ჭი­თა­წყა­რის მკვიდ­რი 45 წლამ­დე მა­მა­კა­ცია. ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯერ სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ჭიშ­კარს შე­ე­ჯა­ხა, მერე ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა. მანქანაში ერთი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო მოსახლეები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არ დაზარალებულან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×