რეზონანსი
28.11.2019

 საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის მანქანას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, დღეს სამართალდამცველები ატარებენ სპეცოპერაციას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

„სპეცოპერაციას ატარებენ, რომ მონები შეიყვანონ პარლამენტში. ვერ გაგვაჩერებენ, ყველა რომ დაგვიჭირონ, მაინც არ გავჩერდებით. ასე ჯარით მოუწევთ მონების შეყვანა პარლამენტში, ხვრელებსაც ვიპოვით, ღობებებსაც გავანგრევთ, არც დაჭერის გვეშინია და არც არაფრის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×