შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ პოლიცია უკვე მეოთხე დღეა გარეთ დგას დილიდან საღამომდე და ეს დისკოფორტია.
„ყველა ვართ ცოდო, ყველა მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელიც წუხდება და ის მოქალაქეებიც, რომლებიც გარეთ დგანან. რა თქმა უნდა, ცუდია რაც მოხდა და ყველასთვის დისკომფორტია, თუმცა გადაწყვეტილება რაც მიიღო პარლამენტმა, მე არ შემიძლია შევცვალო. მთავრობის წევრები მხარს ვუჭერდით პროპორციულ სისტემას, თუმცა ჩავარდა. მივუშვა და შევარდნენ პარლამენტში, დაანგრიონ, დალეწონ, გადაკეტონ გზები? ეს არის ნორმალური?“, - განაცხადა გომელაურმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ საზოგადოებამ უკვე ორჯერ იხილა აქციის დაშლა და სადამდე გაგრძელდება აღნიშნული ქმედება, შს მინისტრმა განაცხადა, „საჭირო თუ გახდება, ორჯერ და ათჯერაც იქნება“.
„რა ვქნა აბა, სხვა რა გავაკეთო, გადავკეტოთ მთელი ქალაქი? რესურსი გვეყოფა ორი თვეც, სამი თვეც და ოთხი თვეც, თუ დაგვჭირდება პრობლემა არ იქნება“,- განაცხადა გომელაურმა.