რეზონანსი
28.11.2019

 აფხა­ზეთ­ში თით­ქმის ორ­წლი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის შე­ტა­კე­ბა ახალ, ბევ­რად და­ძა­ბულ ფა­ზა­ში გა­და­ი­ზარ­და. 22 ნო­ემ­ბერს, სო­ხუმ­ში რეს­ტო­რან "სან-რე­მო­ში" რე­გი­ონ­ში გავ­ლე­ნი­ან კრი­მი­ნა­ლებს, მან­ქა­ნა­ში მსხდო­მებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, რა­საც ორი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის - 38 წლის ას­ტა­მურ შამ­ბას, იგი­ვე "ას­ტი­კის" და ალ­ხას ავი­ძ­ბას, ანუ "ხა­სი­კის" სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ერთ-ერთი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" რუს­ტამ შამ­ბა მძი­მედ და­იჭ­რა, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

"ას­ტი­კი" და "ხა­სი­კი" რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლის, 53 წლის რაულ ბარცბას, იგი­ვე "პი­ზას" ნათ­ლუ­ლე­ბი და უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის რაულ ხა­ჯიმ­ბას "ბრძა­ნე­ბით", საქ­მე უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში უნდა გა­იხ­სნას და მკვლე­ლო­ბის დამ­გეგ­მა­ვი პი­რე­ბი უნდა გა­მოვ­ლიდ­ნენ.

რამ­დე­ნი­მე დღეა ჩა­კე­ტი­ლია ენ­გუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვა­რი. რე­ი­დე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­ლის რა­ი­ონ­ში, რაც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმას ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. მი­ლი­ცია ეჭ­ვმი­ტა­ნილს გალ­ში ეძებს... აფხა­ზე­ბი წე­რენ, რომ პო­ლი­ტი­კა­სა და ბიზ­ნეს­ში გა­და­ვარ­დნი­ლი, რე­გი­ონ­ში ჩა­კე­ტი­ლი რაულ ბარცბას, იგი­ვე "პი­ზას" არას­წო­რი სტრა­ტე­გი­ის შე­დე­გია ის, რომ მას საყ­რდე­ნი გა­მო­ა­ცა­ლეს და ახლა სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, აფხა­ზეთ­ში გავ­ლე­ნე­ბი ქარ­თულ­მა კლან­მა და­იბ­რუ­ნოს, რად­გან ბარცბამ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ით. ე.წ. ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა გზა მო­იჭ­რა.

2017 წლის 24 აგ­ვის­ტოს, გუ­და­უ­თა­ში "ქურ­დე­ბის შეხ­ვედ­რა" ორ­მხრი­ვი სრო­ლით დას­რულ­და... მა­შინ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ლი­დე­რე­ბი, აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის ჩრდი­ლო­ე­თი­დან და კავ­კა­სი­ი­დან ჩა­ვიდ­ნენ.

ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბი­სას მძი­მედ და­იჭრ­ნენ აფხა­ზე­თის "სტუმ­რე­ბი" რა­შატ ალი­ე­ვი ე.წ. გი­ან­ჯინ­სკი, რო­მან დმიტ­რი­ე­ვი ე.წ. რომა სტავ­რო­პოლ­სკი და ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე ე.წ. ნიკო გაგ­რინ­სკი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე­სა და რა­შიდ ის­მა­ი­ლოვს გუ­და­უ­თელ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან, რაულ ბარცბას­თან ჰქონ­დათ და­პი­რის­პი­რე­ბა. ბარცბას­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო აფხა­ზეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით გალ­ში თან­ხე­ბის არას­წო­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა. 2018 წელს, ის გალ­ში 300-მდე თა­ნა­მო­აზ­რის თან­ხლე­ბით ჩა­ვი­და და ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­გან" ე.წ. ობ­ში­ა­კი მო­ი­თხო­ვა, რო­მელ­საც მა­ნამ­დე მისი გა­ლე­ლი ნა­თე­სა­ვი ჩირო შო­ნია, იგი­ვე "ჩირო გალ­სკი" გა­ნა­გებ­და. ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბი ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ, თუმ­ცა რუ­სე­თი­დან ასე­ვე გავ­ლე­ნი­ან­მა კრი­მი­ნალ­მა კახა ფარ­ფა­ლი­ამ და­რე­კა და ურ­ჩია, "პი­ზას" მო­თხოვ­ნა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნათ.

ბარცბას მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი, იგი­ვე "გული", რომ­ლის კლან­შიც მო­ი­აზ­რე­ბა "ნიკო გაგ­რინ­სკი". რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გუ­და­უ­თელ კრი­მი­ნალს "გუ­ლიმ" შე­უთ­ვა­ლა, რომ ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლით ვე­რა­ფერს მო­ი­გებ­და. ცოტა ხნის შემ­დეგ, ბარცბას მან­ქა­ნას ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი­დან ეს­რო­ლეს. მა­შინ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ბარცბამ დაც­ვა გა­აძ­ლი­ე­რა...

"ბოლო დროს ბარცბას პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რო­ბა ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს სცდე­ბო­და, მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე, არც ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არ ინიშ­ნე­ბოდ­ნენ. ის ამით ვი­ღა­ცე­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევ­და, თუმ­ცა მათ მისი ნათ­ლუ­ლე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად გამ­ბე­და­ო­ბა მა­ინც არ ეყო­ფო­დათ. ეს უფრო ძლი­ე­რი ხე­ლის გა­კე­თე­ბუ­ლია, რომ­ლის კვალ­საც ქარ­თვე­ლე­ბის­კენ მივ­ყა­ვართ..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

(ამბები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×