რეზონანსი
27.11.2019

ბიძინა ივანიშვილი "იმედის" ეთერში IRI-ს და NDI-ს კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ინსტიტუტების რეიტინგებს საზოგადოებაში არ აქვს ნდობა.მისი თქმით ეს ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მუშაობენ და ყველაფერს მათ სასარგებლოდ აკეთებენ.

"ქვეყნდება რეიტინგები და მას საზოადოებაში არ აქვს ნდობა და ღიმილით ხვდებიან ამ შედეგებს. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ეს პრობლემაა. მაინც ჯიუტად გრძელდება ეს კვლევები და ამან შეიძლება სხვა დანიშნულება მიიღონ. შეიძლება ოპოზიციამ დაარწმუნოს ყველა, საერთაშორისო პარტნიორები, რომ "ქართული ოცნება" აღარ უყვარს ხალხს. ნახეთ ამერიკური ორგანიზაციები ამას ამახინჯებენ, რომ მხარი დაუჭირო ხალხმა ნაციონალურ მოძრაობას. დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიულოი პარტნიორების ორგანიზაციები. ეს "ენჯეოები" ნახეთ ამერიკის მოქალაქის გადასახადის ფულით დაფინანსებულები როგორ დევალვაციას განიცდიან. "ენჯეოების" დაფინანსებას აქვს გარკვეული საფუძველი მოარგეს ამერიკას. "ენდიაის" და "აირაის" გადიან და ალაგენებ ნაციონალები ყველაფერს. მე ეჭვი არ მეპარება თუ დიდი და სერიოზული ინსტიტუტები არიან, თუმცა იქ კითხვები უნდა იყოს სწორად და მაშინ იქნება კარგი შედეგი. ეს კვლევები ჩვენ ვერ გვტვირთავს, ეს არ არის პრობლემა, ისინი განიცდიან დევალვაციას. ასეთი მხარდაჭერა საქართველოს ამერიკის მხრიდან არ ქონია ისტორიაში. რაც ხდება და როგორც ხდება ნაცების მიერ მომართული ხალხი მართავს ენჯეოებს და იგივე ხდება ენ დი აის და აირაის კვლევებში" - აცხადებს ივანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×