რეზონანსი
27.11.2019

ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პოლიტიკიდან წასვლაზეც ისაუბრა. ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან თუ წავა ოდესმე, უნდა იმუშაოს თემაზე, თუ როგორ უნდა აღზარდოს დედამ ჩვილი.

„აბა თუ გახსოვთ გიგა ლორთქიფანიძემ შეეკითხა საააკაშვილს, ერთადერთი კითხვა მაქვს უყვარს თუ არა თავისი სამშობლოო. იკვეთებოდა როგორ ექცეოდნენ ხალხს და ინსტიტუტებს. თუ სიყვარული გაქვს ასე არ უნდა მოექცე მოქალაქეებს. მემგონი უფრო ღრმა პრობლემაა. მთელი გუნდი მაწვებოდა, რომ არ ილაპარაკო მაგაზეო, ფსიქოლოგიაზე და დედის ინსტიტუტზე მქონდა საუბარი. მე ვფიქრობ, მთელი მსოფლიო ყველაზე დიდი პრობლემას განიცდის, ამდენი დამაწყნარებელი არ გაყიდულა, დედის ინსტიტუტის დანგრევამ ბევრი ფასეულობები დაანგრია, მაგრამ ამას ეს გადაცემა არ ეყობა. თუ მოვახერხე და წავედი პოლიტიკიდან უნდა მოვახმარო მთელი ენერგია, რომ ჩვილი ბავშვი აღზარდოს დედამ" - განაცხადა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×