
სოფელ საკობიანოში მოკლული 36 წლის ვისური მუთოშვილის ბიძაშვილი ამბობს, რომ მოკლულს, ქავთარაშვილები დახვდნენ და რამდენჯერმე ესროლეს, სისხლიანი დაპირისპირების მიზეზად პანკისის ხეობის მკვიდრი ჰესის აშენებასთან დაკავშირებულ კონფლიქტს ასახელებს.
მურად ქავთარაშვილი, რომელსაც რამაზ მუთოშვილი კონფლიქტის მეორე მხარედ ასახელებს, საკობიანოში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად ფეხში დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით ის ინტერპოლის 2017 წლის ტერორიზმის მუხლით ძებნილი პირების სიაშია.
მკვლელობის კონკრეტულ ვერსიაზე ვერ საუბრობს მუთოშვილის ოჯახი, ახლობლების თქმით სისხლიანი გარჩევის ვერსიები განსხვავებულია, მათი ნაწილი, რომელთა შორის უხუცესებიც არიან, ფიქრობენ რომ ფიქრობს რომ დაპირისპირება პირადი კონფლიქტის გამო დაიწყო.
ცნობილია ისიც, რომ უხუცესები დაპირისპირებული ახალგაზრდების შერიგებას ცდილობდნენ მაგრამ ვერ შეძლეს.
ამ დროისთვის სოფელ საკობიანოში მომხდარ სისხლიან დაპირისპირების შედეგად ერთმა დაჭრილმა ახმეტის ჰოსპიტალი დატოვა, ერთი კი რომლის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
"კურიერის" ინფორმაციით, კიდევ ერთი მძიმედ დაჭრილი, ინტერპოლით ძებნილი მურად ქავთარაშვილი კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.