რეზონანსი
27.11.2019

პანკისში მოკლული ვისი მუთოშვილის ნათესავების ინფორმაციით, დაპირისპირებას პოლიციელები შეესწრნენ. ამის შესახებ მათ ჟურნალისტებს ახმეტის კლინიკასთან განუცხადეს, სადაც მუთოშვილი პანკისიდან მიიყვანეს.

„მუთოშვილს რომ მოხვდა...პოლიციელები მისულები იყვნენ, გაჩერდითო და იმ მომენტში მოხვდა იარაღი", - აცხადებს მოკლულის ერთ-ერთი ნათესავი, რომელმაც დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ პოლიციელები მომხდარის თვითმხილველები არიან.

კითხვაზე, პანკისში დაპირისპირებისა და გარჩევის შესახენ იცოდა თუ არა პოლიციამ, მუთოშვილის ნათესავი პასუხობს:"პოლიციამ ყველაფერი იცოდა".

სხვა კომენტარი მათ ჟურნალისტებთან არ გაუკეთებიათ.

„ქისტები ვართ და ჩვენ საქმეს მოვაგვარებთ ჩვენი ადათებითა და წესებით", - განაცხადეს მოკლულის ნათესავებმა.

ცნობისთვის, პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი. მოკლულია ვისი მუთოშვილი, დაჭრილები კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×