
საქართველოს პარლამენტის 50 ყოფილი დეპუტატი სახელმწიფოსგან დანიშნული პენსიის გაზრდას ითხოვს და შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართეს. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.
Court.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი აპროტესტებენ იმ ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს და, ამასთანავე, ადგენს კომპეტენტური ორგანოს ვალდებულებას, ამ წესთან მოიყვანოს შესაბამისობაში უკვე დანიშნული კომპენსაციები.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ, როგორც ყოფილი პარლამენტის წევრებს, 2005 წლის პირველი აპრილიდან დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია 750 ლარის ოდენობით. თუმცა, 2006 წლის პირველი იანვრიდან, სადავო ნორმების ამოქმედების შედეგად, დანიშნული კომპენსაცია 190 ლარით შუმცირდათ და ახლა პენსიის სახით 560 ლარს იღებენ.
მოსარჩელეებს მიაჩნით, რომ აღნიშნული სარგებელი დაცული იყო საკუთრების კონსტიტუციური უფლებით. შედეგად, სადავო ნორმები, რომლებზე დაყდნობითაც შემცირდა მათთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა, ამ თვალსაზრისით, არღვევს საკუთრების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).
მოსარჩელეებს შორის არიან ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები.