ექსკლუზიურ ინფორმაციას სააგენტო "ნიუპოსტი" ავრცელებს.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მედპერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. მილიარდერთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ბიზნესცენტრში ორჯერ იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი - მიზეზი ბიძინა ივანიშვილის არტერიული ჰიპერტონია გახდა, რაც, ოლიგარქის ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, საკმაოდ უცნაურია.
როგორც "ნიუპოსტის" წყარო ამბობს, მედიკოსებმა ოლიგარქს წნევა მალევე დაურეგულირეს, თუმცა, მინი-გამოკვლევა ადგილზევე ჩაუტარეს, რათა გაერკვიათ, საქმე ჰქონდათ ესენციურ არტერიულ ჰიპერტენზიასთან, რაც მაღალი წნევის ჩივილების მქონე პაციენტთა 90%-ს აღენიშნება.
წყაროს თქმით, პაციენტი საკმაოდ ნერვიულობდა, რის გამოც გამოკვლევების ხელახლა დაწყება გახდა საჭირო, პასუხი კი ამ დრომდე ცნობილი არ არის.