რეზონანსი
27.11.2019

  ქუთაისში მეტეორიტის სავარაუდო ჩამოვარდნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, მეტეორიტის ნაწილი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ჯერ თეგეტა მოტორსის შენობას დაეცა, შემდეგ კი ძირს ჩამოვარდა.

თვითმხილვევლი ამბობს, რომ სასწაულმა გადაარჩინა.

„ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ვიდექი, როცა ჩემ გვერდით მუჭისხელა გავარვარებული მეტეორის ნატეხი დაეცა. ფოტო გადავიღე", - უამბობს „პრაიმტაიმს თვითმხილველი.

მისი თქმით, მეტეორიტის ნაწილი ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წაიღეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×