რეზონანსი
27.11.2019

  პანკისის სოფელ საკობიანოში, მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხოლო, ოთხი მძიმედ დაიჭრა ადგილობრივები ჰესების მშენებლობისას არსებულ დავას უკავშირებენ.

დაპირისპირება რამდენი თვის წინ დაიწყო, რომელშიც ორი გვარი მუთოშვილები და ქავთარაშვილები მონაწილეობდნენ.

მოკლული მალხაზ მუთოშვილის ახლობლის თქმით, ქავთარაშვილები ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობენ და ჩართული იყვნენ ჰესების მშენებლობის პროცესში იმისათვის, რომ ადგილობრივები დაეყოლიებინათ.

"დაღუპულია ბიძაჩემი, ეს ამბავი დაიწყო ჰესის გამო ყველა ხედავდა ერთი წლის განმავლობაში რა პროცესი მიმდინარეობდა ხეობაში, რა თქმა უნდა, ოყო ადგილობრივი ჯგუფი, რომელიც ლობირებდა ამ ამბავს, იყო გარიგებული მთავრობასთან, სუსთან და მიზანმიმართულად ეწეოდნენ კამპანიას ჰესის მშენებლობაზე და მოკლეს ადამიანი, რომელიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. არ ვიცი, თუნდაც ერთი მსხვერპლი რის ფასად უნდა ყოფილიყო, ხელისუფლებას უნდა აეხსნა ამ ხალხისთვის რაც იყო, მიუშვა თავის ნებაზე და დადგა ყველაზე მძიმე შედეგი, რასაც ახლა ვხედავთ, არ ვიცით ამის მერე რა იქნება" - განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხომობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×