რეზონანსი
27.11.2019

  პანკისის ხეობაში დაპირისპირება მოხდა. არიან დაჭრილები, მათ შორის ერთი ადამიანი გარდაცვლილია. ნიუპოსტისთვის მოწოდებული ინფორმაციით, შეტაკება მოხდა ორ დაპისირპიებულ მხარეს შორის.

ერთ-ერთი ინფორმაციით, სოფელ საკობიანოსთან მომხდარი შემთხვევა მანამდე არსებული ე.წ. ქუჩური გარჩევის გაგრძელებაა, ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევა ჰესების მშენებლობის საკითხს უკავშირდება. როგორც პანკისის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა ნიუპოსტს განუცხადა, მომხდარი, სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის, ადრე არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. ხანგოშვილის შემთხვევას ჰესების მშენებლობას არ უკავშირებს. ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილები ახმეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×