რეზონანსი
27.11.2019

  ქუთაისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე, ხანძარი სამსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შედეგად დამწვარია სახლის მანსარდი და მასში არსებული საოჯახო ნივთები. ასევე, სასხვენო გადახურვის ხის კონსტრუქციები.

მათივე ცნობით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20 ადამიანისგან შემდგარი ცოცხალი ძალის შემადგენლობით. ასევე, მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×