რეზონანსი
27.11.2019

  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი გოგია გიგაური ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.

სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×