რეზონანსი
27.11.2019

  ჩემთვის როგორც დედაქალაქის მერისთვის მიუღებელია გამონაბოლქვიან მიკროავტობუსებს ვუყურო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თვალსაჩინოებისთვის თბილისში მოძრავი სამარშრუტო ტაქსის ფოტო წარმოადგინა, რომელსაც შავი გამონაბოლქვი აქვს.

კალაძემ ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს პრობლემის მოგვარება დაავალა.

"დღეს გვაქვს პრობლემა ავტობუსების მდგომარეობა, რომელიც მართლაც ვერ უძლებს კრიტიკას და საზოგადოების მხრიდან შეიძლება წყენაც და მითითება იმაზე თუ როდის მოხდება ამ ავტობუსების ჩანაცვლება მე ვფიქრობ არის ლეგიტიმური. არ უნდა გვეწყინოს, როდესაც საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის მიუღებელია გამონაბოლქვიანი მიკროავტობუსების ხილვა, როდესაც ჩვენ მთლიანად დაწყებული გვაქვს ავტო პარკების მთლიანი განახლება და ჩანაცვლება. როდესაც, ასეთი სამარშუტო საშუალებები დადის, ზოგს საერთოდ ძირი აქვს გავარდნილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ მე არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ლოდინს, თუ როდის მოხდება მათი ჩანაცვლება-განახლება. მინდა დავავალო ვიცე მერს, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, ორი კვირის განმავლობაში იქონიოს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის კომპანიასთან", - განმარტა კალაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×