რეზონანსი
27.11.2019

 როგორც ანიტას დასახმარებლად გახსნილი გვერდი იუწყება, ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა და რეანიმაციაში იმყოფება.

“მეგობრებო ანიტას მდგომარეობა შედარებით დამძიმდა.

განდევნის ფრაქცია 15 % -ია, ამჟამად იგი რეანიმაციაშია მოთავსებული.

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იტალიისა და ინდოეთის ექიმებთან. დანარჩენმა ქვეყნებმა უარი გვითხრეს ანიტას მიღებაზე.

ამ მდგომარეობაში ვერ მოხერხდება მისი ტრანსპორტირება ვერც ერთ ქვეყანაში.

საბედნიეროდ, ახალი საავადმყოფოს ექიმები, ძალიან გულისხმიერად და ყურადღებიანად ექცევიან ანიტას და მის ოჯახს. როგორც ამ დროისთვისაა ნავარაუდები, ანიტას მდგომარეობის დასტაბილურებას 10-14 დღე დასჭირდება, რის შემდეგაც გვპირდებიან, რომ შესაძლებელი იქნება მისი გადაყვანა.

ანიტას დედა გთხოვთ რომ ილოცოთ ანიტასთვის. ერთხელ უკვე მოვახდინეთ სასწაული და ახლაც თქვენი იმედი გვაქვს! (ანიტას ნათლობის სახელია ანიტა)

როგორც დაგვპირდა, ჩვენი ქალაქის მერი, დღეს 30 000 ლარი ჩაირიცხა ანიტას ანგარიშზე! ჩვენთვის ეს მხარდაჭერა მისგან, ფულზე ბევრად მეტია! კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით, რომ ჩვენი ქალაქის პირველი პირი ჩვენთან ერთად იბრძვის ანიტას გადასარჩენად! 

ჩვენ არ დავნებდებით!

ჩვენ ვართ ანიტას სუპერ საქართველო და მოვიგებთ!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×