რეზონანსი
27.11.2019

ცაგერში დაჭრილი 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში აღენიშნება.

"მდგომარეობა სტაბილურია, პარამეტრები ნორმაშია. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და მკურნალობა. კონტაქტური და ადეკვატურია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის მიმღების ექიმმა თემურ აფხაძემ.

პოლიციელები სოფელ ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ, მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×