რეზონანსი
27.11.2019

საბერძნეთში ორ ქართველს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა - ამ ინფორმაციას ქართველი ემიგრანტების ინტერნეტპორტალი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მათ ბრალი ტაქსის მძღოლის მკვლელობაში დასდეს. 

„ბერძნულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სამუდამო პატიმრობა მიესაჯა საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებმაც ათენში, კერძოდ, კიფსელზე ტაქსის მძღოლი მოკლეს.

აღნიშნულ ინფორმაციას SKAI ავრცელებს. ორი ქართველი მამაკაცი, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში 19 და 20 წლისები იყვნენ, ტაქსის მძღოლს 3 ივლისის დილას დაესხნენ თავს. როგორც ცნობილია, ისინი გაზაში წინა ღამით გასართობად იმყოფებოდნენ, გამთენიისას კი გამოვიდნენ, ტაქსში ჩასხდნენ და მძღოლის დაყაჩაღება სცადეს. გამომდინარე იქიდან, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია, სასტიკად სცემეს და ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ აიღეს ფული, მისი ტელეფონი, მანქანის გასაღები და ფეხით გაიქცნენ.

ტაქსის მძღოლი ორმა გამვლელმა დილის 05:36 საათზე იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, უკვე გარდაცვლილი იყო. მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა და ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა. სიკვდილის მიზეზი კი ტვინის დაზიანება გახდა.

საქართველოს ორივე მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.“ - ნათქვამია გავრცელებულ სტატიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×