რეზონანსი
27.11.2019

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორმა მამაკაცმა ერთმანეთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ კარლო კოპალიანის სიძეა. რომეო მანდარია დეპუტატის ძმისშვილის მარიკა კოპალიანის მეუღლე იყო.  

პოლიციელები იუსტიციის სახლს იცავდნენ, მათ შელაპარაკება მოუვიდათთ, რის შემდეგაც სროლა დაიწყეს, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მესამე, დაჭრილი მოქალაქე მათ გაშველებას ცდილობდა. იგი რაიონულ ცენტრში პოლიციელების სროლისას, შემთხვევით დაიჭრა. ის ქუთაისის რეფერალურ კლინიკაშია გადაყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×