რეზონანსი
26.11.2019

  თბილისში დაჭრილი 25 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ზედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და დამნაშავე დაკავებული არ არის.

ცნობისთვის, თბილისში რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 19-108, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს და 236-ე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით არის აღძრული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×