რეზონანსი
26.11.2019

 

კახა კალაძე ოპოზიციაში ძალიან მალე აღმოჩნდება, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ვაშაძე კალაძეს ურჩევს, "პოლიტიკიდან გაქცევის ნაცვლად, დარჩეს პოლიტიკაში".

"კალაძე ოპოზიციაში ძალიან მალე აღმოჩნდება. როგორ გაართმევს თავს ოპოზიციაში, ამას უკვე ნახავთ შემდეგ. ვუსურვებ, რომ პოლიტიკიდან გაქცევის ნაცვლად, დარჩეს პოლიტიკაში", - განაცხადა ვაშაძემ.

დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა: "მე დღეს ხელისუფლებაში ვარ, ხვალ შეიძლება ოპოზიციაში ვიყო ჩემი პარტიით, მაგრამ არასდროს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ წავალთ".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×