რეზონანსი
26.11.2019

(რეზონანსი) ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მოზარდი, თბილისის ერთ- ერთი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა. როგორც ოჯახის ახლობლებმა "პრაიმტაიმს" განუცხდეს, ბავშვი სოფელ გრემში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა:

12 წლის ს.გ. სწორედ ბებიის სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ეძინა და ხანძრის დროს სახლიდან გასვლა ვეღარ მოასწრო.

მოზარდის დედა, დეიდა და 6 წლის ასაკის და, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

ორ მათგანს, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 188- ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×