რეზონანსი
26.11.2019

(რეზონანსი) "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ რომელიც რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი ქვეყნის რეპუტაციას ლახავს.

"რა თქმა უნდა, უსიამოვნოა ის ფაქტი, რომელიც ხდება ქუჩაში. მართალია ერთ ქუჩაზე, მაგრამ ცენტრალურ ქუჩაზე.ეს მხედველობის არეალში ხვდება არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ უცხოელის თვალშიც. ეს კი რეპუტაციულად არ არის სასიამოვნო. ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს უნდა გვქონდეს პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას რომ ვიღებთ და ვგრძნობთ, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება რომ სწორია, ამას მეტყველებს ის დესტრუქციული ქმედებები, რაც მერწმუნეთ, პროპორციულ სისტემაზე ასე ნაადრევად გადასვლის შემთხვევაში იქნებოდა გაათმაგებული," - განაცხადა ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×