რეზონანსი
26.11.2019

(რეზონანსი) შსს-ს პრესსამსახურმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა რომ წყლის ჭავლი გამოიყენა არა საპატრულო პოლიციამ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენება უარყო:

"ვინაიდან გარკვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება, მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად პოლიციური ძალები გამოვიდა და აღნიშნული პირები ჩამოიყვანა რუსთაველის გამზირზე ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის,"- განაცხადა ვაჟა სირაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×