რეზონანსი
26.11.2019

 ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, ეჟიშვილების ოჯახში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული სამი პირი, მათ შორის 6 წლის ასაკის ბავშვი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, სამივე დაშავებული ერთი ოჯახის წევრია.

„დედას და ბავშვს თბილისში დამწვრობის ცენტრში გავაგზავნით. ბავშვს სახე აქვს დამწვარი და უკეთესია, თუ იქ უმკურნალებენ. დედა სტაბილურად მძიმეა, ორმოცპროცენტიანი დამწვრობა აქვს. დეიდა უკეთესადაა, ალბათ ორ დღეში გავწერთ“,- თქვა ჭონიაშვილმა.

პრაიმტაიმის ცნობით, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მოზარდი, თბილისის ერთ- ერთი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა. გრემში, ის ბებიასთან დასასვენებლად იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×