რეზონანსი
26.11.2019

 ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მოზარდი, თბილისის ერთ- ერთი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა. როგორც ოჯახის ახლობლებმა „პრაიმტაიმს“ განუცხდეს, ბავშვი სოფელ გრემში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.

12 წლის ს.გ. სწორედ ბებიის სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ეძინა და ხანძრის დროს სახლიდან გასვლა ვეღარ მოასწრო.

მოზარდის დედა, დეიდა და 6 წლის ასაკის და, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ორ მათგანს, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×