რეზონანსი
26.11.2019

პარლამენტში, სადაც საშემოდგომო სესია მიმდინარეობს, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ლევან კობერიძემ, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. დეპუტატების თქმით, არ აქვთ სურვილი უყურონ, როგორ ინაწილებს უმრავლესობა საპარლამენტო თანამდებობებს.

საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა პარლამენტში ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზში მხოლოდ საპარალემენტო უმრვალესობის წევრები და "ქართული ოცნებიდან" 14 ნოემბერის კენჭისყრის შემდეგ წასული დეპუტატები იმყოფებიან.

პლენარულ სხდომაზე არ იმყოფებიან "ნაციონალური მძრაობს, "ევროპული საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები, რომლებიც სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ.

სესია პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა, რომელმაც ოპოზიციას მოუწოდა, დაუბრუნდეს საპარლამენტო ფორმატს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×