რეზონანსი
26.11.2019

თბილისში, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ, "ინტერტრანსის" მიკტოავტობუსში ცეცხლი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მიკროავტობუსის ძრავში, ელექტროსადენებს გაუჩნდა.

კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ, რომ: - "როდესაც მოხდა მოკლე ჩართვა მიკროავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ შესაბამისად არავინ დაშავებულა. მიკროავტობუსი არ დამწვარა, იყო უბრალოდ დაკვამლიანება"

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

წყარო: "ინფო რუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×