რეზონანსი
26.11.2019

პარლამენტის სესიის დაწყებამდე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მდინარაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება პარლამენტის მუშაობა შეაფერხოს და "ნაციონალური მოძრაობა" ქაოსის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.

"პარლამენტმა უნდა გააგრძელოს მუშაობა, პარლამენტის მუშაობის შეფერხება ნიშნავს, რომ სახელმწიფოში ერთი მნიშვნელოვანი რგოლი უნდა მოირღვეს. ამის დაშვების უფლება არა აქვს და ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ ეს ვალდებულება აღკვეთოს. ამ ვალდებულების ფარგლებში მოქმედებდა პოლიცია. თუ თქვენ გაინტერესებთ ქმნის თუ არა უხერხულობას, რა თქმა უნდა, ეს ქმნის უხერხულობას, მაგრამ უფრო ძალიან უხერხული და ცუდი საყურებელია, "კმარას" გაცვეთილი მეთოდებით, როგორ მოქმედებენ ნაცმოძრაობის აქტივისტები და მათი ლიდერები და როგორ ცდილობენ შექმნან ქაოსი. შეხედეს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებისთვის არიან განწირულნი და გადაწყვიტეს, რაღაც კონკრეტული მიზეზით, გადაიტანონ პროცესები ქუჩაში,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. პარლამენტის მიმდებარედ და თავად საკანონმდებლო ორგანოში, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×