რეზონანსი
26.11.2019

ალბანეთში 26 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 03:54-ზე ძლიერი, მაგნიტუდით 6.4 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამ დროისათვის დასტუდება 3 ადამიანის გარდაცვალება, დაშავებულთა რაოდენობამ 140-ს გადააჭარბა. დანგრეულია რამდენიმე შენობა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ტირანადან დასავლეთით 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, ჰიპოცენტრი კი 15 კმ-ს სიღრმეზე. მიწისძვრის შედეგად გამოთავისუფლებულმა ენერგიამ 2.5*10^14 (250 ტრლნ) ჯოული შეადგინა, რაც ჰიროსიმაში ჩამოგდებულ 3.8 ატომური ბომბის ექვივალენტია.

ყველაზე მეტად ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი დურესი დაზარალდა. ამ დროისათვის მაშველებს დაშავებულები ნანგრევებიდან გამოჰყავთ. მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ალბანეთში ძლიერი მაგნიტუდით 5.6 სიმძლავრის მიწისძვრა 2 თვის წინ 21 სექტემბერსაც მოხდა, თუმცა მაშინ სტიქიის შედები მსგავსი მასშტაბის არ ყოფილა, მიუხედავად ამისა ის ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ ყველაზე ძლიერ მიწისძვრად შეფასდა.

წყარო:"დაიჯესტ პია"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×