რეზონანსი
26.11.2019

რუსთაველზე მყოფმა აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს. ისინი ამბობენ, რომ აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა, თუმცა ტერიტორია არ დაუტოვებია და ადგილზე დარჩა. ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში თავად აქციის მონაწილეებმა მოათავსეს. მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია.

ექიმების განცხადებით, ბიჭი შოკურ მდგომარეობაში სხეულის გადაციების გამო იმყოფება. მომიტინგე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×