რეზონანსი
26.11.2019

წუხელ პარლამენტთან "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა. კორესპოდენტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც თავად ამბობს, ის აქციის დაშლის დროს წაიქცა, რა დროსაც ხელი დაუზიანდა.

როგორც ცნობილია, სახის ძვლების მოტეხილობა აქვს აქციის დაშლისას დაშავებულ კიდევ ერთ პირს ზაზა ლიპარტიას, რომელსაც ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×